მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკლისა და ნუშის როგორ მოსავალს ველოდებით წელს?

BM.GE
29.05.23 10:25
195
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, თხილის მოსავლიანობის გაზრდას ელოდებიან. როგორც BM.GE-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა, მიმდინარე წლის თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 5 000 ტონით მეტი იქნება. მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის მოლოდინები დადებითია. 

კარგი მოსავლის მოლოდინია ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდანაც. წინასწარი პროგნოზით, 2023 წლის კაკლის სავარაუდო მოსავალი დაახლოებით 8600 ტონას შეადგენს. აქედან 3000 ტონას მარტო კაკლის ახალი ბაღებიდან ელოდებიან. რა განსაზღვრავს ოპტიმისტურ მოლოდინებს, ბაღების გაზრდილი რაოდენობა, გაუმჯობესებული ამინდი თუ კულტურის მოვლის უნარები?

სტუმარი: თორნიკე ლათათია - ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები