მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე - 40.2%, მელია - 40.8%, გახარია - 8.7% - IPSOS-ის ეგზიტპოლი

61587423144b5
ინგა მურუსიძე
02.10.21 20:03
4313
თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარეს.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეგზიტპოლი ჩაატარა საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A -მა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისშიეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 40.2%-იანი მხარდაჭერა მიიღო,  "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ამომრჩეველთა 40.8%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას კი - 8.7%-მა. მერობის სხვა კანდიდატებს შორის ეგზიტპოლის მიხედვით პროცენტები ასე ნაწილდება: ანა დოლიძე - 3.5%, ანა ბიბილაშვილი - 2.6%.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა 38.6%-მა დაუჭირა მხარი, "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველთა - 33%-მა, ხოლო პარტიას "საქართველოსთვის" – 7.6%-მა. სხვა პარტიების მონაცემები კი ასეთია: "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" 4.8%, "ლელო" - 4%, "ხალხისთვის" - 2%, "გირჩი" - 1.6%, "მოქალაქეები" - 1.1%, "ევროპული საქართველო" - 1%, "ლეიბორისტული პარტია" - 1%, "პატრიოტთა ალიანსი" - 0.9%, "მესამე ძალა - 0.8%.

ცნობისთვის: ეს არის 17:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები, რომლის ცდომილების ზღვარია+/-3%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები