მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლთან" ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ ნაკადებს დავაკვირდებით და საჭიროებისას დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ - კალაძე

სითი მოლი

საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდება, რის შემდეგაც მუნიციპალური სამსახურები სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგს გააგრძელებენ.

მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი ქაოსური მოძრაობის მოწესრიგება, კონფლიქტური მანევრების შემცირება და ქვეითთა გადაადგილების გაუმჯობესებაა. თუმცა, მერიაში არ გამორიცხავენ, რომ დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, სქემაში დამატებითი კორექტირებები შეიტანონ.

„ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების გადაადგილებას კვლავ დააკვირდებიან და თუ კიდევ რაიმე სახის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ტერიტორიაზე აქამდე შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ ქვეითად მისასვლელი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები