მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე: "მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე"

5fea2061e980c
BM.GE
28.12.20 22:12
1833
ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებელს, „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით, ახალმოსახლეებთან ერთად დაათვალიერებინა საცხოვრებელი სახლი.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ვართ. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძემ ბიზნესსექტორს სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, სიკეთის კეთება. ეს ყველაფერი არის გადამდები. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები