მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს - მერია

საკრებულო

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტიდან, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი, 535 მილიონს.

„2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.

2-მილიარდიან ბიუჯეტს ასევე, დაემატება გარდამავალი ნაშთი, რომელიც დაახლოებით 150 მილიონი ლარი იქნება. მნიშვნელოვანია დონორებიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რისი მოცულობაც 100 მილიონი ლარი იქნება.

საერთო ჯამში, თბილისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები შეადგენს 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს, რაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული.

კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით - 535 მილიონს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები