მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე "რიყის დოქებზე" Studio Fuksas-ის განცხადებას ეხმაურება

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება "რიყის დოქების" პროექტის ავტორის Studio Fuksas-ის განცხადებას და ამბობს, რომ მათგან თბილისის მუნიციპალიტეტში არანაირი წერილი არ შემოსულა.

საქმე ისაა, რომ ცნობილი იტალიური არქიტექტურული სტუდია Studio Fuksas ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისინი არაერთხელ შეეცადნენ დაკავშირებოდნენ თბილისის მერიასა და შენობის ამჟამინდელ კერძო მფლობელებს, თუმცა ყველა მცდელობა უპასუხოდ დარჩა.

„არანაირი წერილი არ ყოფილა მათგან შემოსული. რომ შემოსულიყო, მას გაეცემოდა პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა. თავის დროზე ამ პროექტში ათეულობით მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ახლა შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ მსგავსი კითხვებით კერძო მესაკუთრეს მიმართოთ. თავად პროექტის ავტორსაც შეუძლია კერძო მესაკუთრესთან აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკებები, რადგან ნაგებობა სხვაგან უნდა გადაიტანონ თუ რა სახის ბიზნესსაქმიანობა უნდა აწარმოონ, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში.

ჩვენთან მომართვა იყო დემონტაჟზე. იცით, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე მსგავსი რამ ვერ მოხდება. დემონტაჟის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად იქნა მიღებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს და პროექტის ავტორებმაც მას უნდა მიმართონ.

"ეს იქნება კულტურული უკანდახევა" - Studio Fuksas-ი რიყის დოქების დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები