მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე: ხომ არ ავკრძალოთ კვირაში 2 დღე თბილისში ავტომობილებით მოძრაობა?

5ea02e765f979
თათია ჩაფიჩაძე
22.04.20 15:44
3015
თბილისის მერი საზოგადოებას კვირაში ორი დღე კერძო ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას სთავაზობს. როგორც კალაძემ განმარტა, საკითხი მომდევნო დღეების განმავლობაში მოსახლებასთან ერთად დაიხვეწება.

აღნიშნული ინიციატივა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას უკავშირდება.

"ბოლო პერიოდში, დედაქალქში ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია და ეს განპირობებულია ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვით და ზოგადად აქტივობების კლებით. თუ მონაცემებს შევადარებთ გასული წლის მარტის მონაცემებს, ვნახავთ, რომ ძალიან დიდი სხვაობაა. ამ მდგომარეობას უნდა გავუფრთხილდეთ და თუ შევინარჩუნებთ, იქნება ძალიან მაგარი.

ვიფიქრეთ, რა უნდა გაკეთდეს, როცა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუდებით, ჩვენ მოგვიწევს სტილის შეცვლა, ვფიქრობ, გართულდება ცხოვრების ასე გაგრძელდება იმიტომ, რომ აუცილებელი იქნება ბევრი მოთხოვნის შესრულება, პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა და კიდევ სხვა ბევრი რეკომენდაციის შესრულება. შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა და დაიწყებენ სამსახურები მუშაობას, გვაქვს იდეა და მაინტერესებს საზოგადოების აზრის მოსმენა  - კვირაში 2 დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათ-კვირას ხომ არ ავკრძალოთ კერძო ავტომობილებით გადაადგილება და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ გადაადგილება შესაძლებელი იყოს? მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ეს ჩვენი იდეაა, ამას დახვეწა დასჭიდება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, გვექნება ინტერაქტივიც. ეს ჩვენი წინადადებაა, რომელიც განხილვადი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები