მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძემ დიდ დიღომში „ანბანის სკვერი“ გახსნა

5f95a96909ec6
BM.GE
25.10.20 20:05
2658
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერმა ე.წ „ანბანის სკვერი“ გახსნა.

როგორც ქალაქის მერმა ფეისბუქ-ჩართვის დროს განაცხადა, სკვერის ტერიტორიაზე „ უსახური“ მშენებლობა მიმდინარეობდა და ადგილობრივები ითხოვდნენ მის დემონტაჟს და ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას.

„აქ რამდენიმესართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო. კერძო პირს ჰქონდა ნაყიდი ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა ყოფილიყო და ფაქტობრივად, მშენებლობა დაწყებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვზე მოვუსწარით. ადგილობრივ მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებდით და სკვერს განახლებულს, რეაბილიტირებულს დავუბრუნებდით. თქვენ ხედავთ, რამდენად კარგი პროექტია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ სპორტული მოედნების, სკვერების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ და ვერ განხორციელდება მშენებლობები. ეს არის ძალიან პრინციპული. დიდ დიღომს კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, 3800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. გარდა ანბანის რესტავრაციისა, მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და სკამები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 314 887 ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები