მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძემ "ახალი სკოლის" მიმდებარედ ამწეს დემონტაჟის დავალება გასცა - განმარტება

63ec8fb6763ca
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.23 11:52
5936
თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე „ახალი სკოლის“ მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და იქ დამონტაჟებული ამწეს დემონტაჟის დავალება მისცა. მიზეზი ამწის მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომპანიები "ამბრელა" და "ბიჩ ბილდინგ ბაგები" ამ ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელებას, მხოლოდ ამწის დემონტაჟის შემდეგ შეძლებენ, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„წყნეთის გზატკეცილზე, შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესში გამოვლინდა ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, რადგან ტვირთის გადაადგილებისას მომიჯნავე ნაკვეთებზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. კერძოდ, საუბარია საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი, ამწის გადაადგილებიდან გამომდინარე ის შპს „ახალი სკოლის“ ტერიტორიაზე გადაადგილდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მინდა დავავალო კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას დღესვე მოხდეს რეაგირება და მშენებლობის შეჩერება, დაიწყეთ არსებული ამწის დემონტაჟი და არსებული კომპანია სამუშაოების გაგრძელებას უსაფრთხო პირობებში შეძლებს. პირველ რიგში შეაჩერეთ მშენებლობა და შემდეგ დემონტაჟი, შემდეგ არსებულ კომპანიას აღნიშნული სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში ახალი სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ბავშვებსა და პედაგოგებს, სკოლის მიმდებარედ სამშენებლო ობიექტზე არსებული ამწე საფრთხეს უქმნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები