Disney-ი კალიფორნიაში მდებარე თემატური პარკის გახსის შესახებ აცხადებს, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ გასართობი პარკი რეგულაციების დაცვით 30 აპრილს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Disney-ის თემატურ პარკებში ვიზიტორების რაოდენობა შეიზღუდება და მხოლოდ 15- პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს, ასევე სტუმრებს მოეთხოვებათ ნიღბის გამოყენება და პარკში შესვლამდე ტემპერატურის სკრინინგი.
აღსანიშნავია, რომ Disney-ის პარკი კალიფორნიაში უკვე წელიწადზე მეტია დახურულია. პარკის გახსნის შემდეგ, დაახლოებით 10,000-მდე თანამშრომელი საკუთარ სამსახურს დაუბრუნდება.
Disney-იმ პარკები უკვე გახსნა ფლორიდასა და პეკინში, კომპანიის თემატური პარკები შედარებით მოკლე დროით ასევე გაიხსნა პარიზსა და ჰონგ-კონგში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, Disney-ის შემოსავლები გასულ წელს 35%-ით შემცირდა.