მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალიფორნიაში შტორმსა და წყალდიდობას ელიან

cali

სამხრეთ კალიფორნიაში კვირის მეორე, კიდევ უფრო ძლიერ ატმოსფერული მდინარის შტორმს ელიან. შტატის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია სიცოცხლისთვის საშიში წყალდიდობები და მეწყრები.

ინტენსიური წვიმა კალიფორნიაში გასულ შაბათს დაიწყო და პიკს კვირას მიაღწია, როდესაც 480 კმ-იანი სანაპირო სრულად ატმოსფერულმა ნალექმა დაფარა. შტორმი სანტა-ბარბარადან სამხრეთით, ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოში გავრცელდა. აშშ-ის “ამინდის ეროვნული სერვისცენტრის” ინფორმაციით, უხვი ნალექი მომდევნო 36 საათის განმავლობაშიც შენარჩუნდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც.

Reuters-ის ინფორმაციით, ნალექის სისქემ ზოგიერთ სანაპირო რეგიონში 7-15 სანტიმეტრს მიაღწია, მთიან რეგიონებში კი ორჯერ უფრო უხვ ნალექს ელიან. შედეგად, კალიფორნიის წყაროებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად იმატა და ნიადაგის ტენიანობაც გაიზარდა, რის გამოც წყლადიდობის შანსი უფრო მაღალია. კალიფორნიის მოსახლეობა შტორმისა და მეწყერის შესახვედრად ემზადება. ზოგიერთ რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს კი პარასკევს უკვე გაეგზავნათ საგანგებო შეტყობინებები ტექსტით: “ყველა ოლქში, მათ შორის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ზონებში, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში წყალდიდობის რისკი”.

აღსანიშნავია, რომ პროგნოზირებული შტორმი და ექსტრემალური ამინდი მუსიკალური ინდუსტრიისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს, Grammy-ის დაჯილდოების ცერემონიალს ემთხვევა, რის გამოც ორგანიზატორები შესაბამის ინფრასტრუქტურას ამ დრომდე აწყობენ.

გასული წლის ზამთარში კალიფორნიას მსგავსი ტიპის თხუთმეტამდე ატმოსფერული შტორმი დაატყდა თავს, რასაც თან მასობრივი ევაკუაციები ერთოდა, ელექტროენერგიის გათიშვა, გზების გადაკეტვა და ა.შ. ექსტრემალური ამინდის შედეგად 20-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, შემდეგ კი შტატისთვის დამახასიათებელი გვალვა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები