მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„კალიფსო“ მომავალ წელს მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს

კალიფსო

ხელ-ფეხის მოვლის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მანიკიურის სალონი „კალიფსო“ მომავალ წელს მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან სალონის დამფუძნებელმა, მარიამ ლეკიშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, თუ სად გაიხსნება მეორე ფილიალი, ამ ეტაპზე საბოლოო ადგილმდებარეობა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სავარაუდო ვარიანტებად დიდი დიღმისა და ვაკის ტერიტორიები განიხილება.

„ვფიქრობ, მომავალ აქტიურ სეზონამდე უკვე მზად იქნება ფილიალიც. განვიხილავთ ორ ლოკაციას - დიდი დიღმისა და ვაკის ტერიტორიას. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელს მიენიჭება უპირატესობა, თუმცა სივრცის მოძიების აქტიურ ფაზაში ვართ. ინვესტიციის მოცულობა პროექტის მასშტაბის მიხედვით განისაზღვრება“, - განაცხადა ლეკიშვილმა.

მისივე თქმით, გელ-ლაქი და ხელ-ფეხის მოვლა დღესდღეობით მომხმარებლების ყოველდღიურ რუტინად იქცა, რაც მომსახურებაზე დიდ მოთხოვნას განაპირობებს : „გელ-ლაქი და ზოგადად ხელ-ფეხის მოწესრიგება/მოვლა ერთგვარ რუტინად იქცა ქალბატონებში და მინდა გითხრათ არა მხოლოდ ქალბატონებში, შესაბამისად მოთხოვნა რა თქმა უნდა დიდია და მოთხოვნის შესაბამისად ჩვენი დატვირთვაც მაღალია. ჩვენს სივრცეს სტუმრობენ როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულები, სტუდენტები და უცხოელები“, - ამბობს „კალიფსოს“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სალონი „კალიფსო“ ბაზარზე 7 წელია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს მანიკიურ - პედიკიურის სრულ სერვისს, ასევე ვიზაჟის, თმის მოვლისა და ლაზერული ეპილაციის სერვისებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები