მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kalo House – რას სთავაზობს ქედაში გახსნილი ახალი ტურისტული ობიექტი სტუმრებს?

აჭარა

აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში რამდენიმე თვეა ახალი ტურისტული ობიექტი „კალო ჰაუსი“ გაიხსნა. მთის ფერდობზე მოწყობილი სივრცეში ორი კოტეჯისა და ეზოს კეთილმოსაწყობად 150 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ახალი ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი თამუნა ხილაძე BM.GE-სთან ჰყვება, რომ ეს საოჯახო ბიზნესია, რომლის წამოწყების სურვილიც მას და მის ქმარს დიდი ხანია ჰქონდათ. ობიექტის მშენებლობა საკუთარი სახსრებით გასული წლის მიწურულს დაიწყეს და 2023 წლის დეკემბერში აამუშავეს.

„აჭარის მაღალმთიანი რაიონებში ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, აქედან გამომდინარე დიდი ხანია მეუღლესთან ერთად ტურისტული ობიექტის მოწყობის სურვილი გვქონდა, რისი შესრულებაც გასული წლის ბოლოს შევძელით.

Kalo Hause ორ კოტეჯს აერთიანებს, სადაც მოსულ სტუმარს აჭარული სამზარეულო, განტვირთვისთვის სასურველი გარემო და მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი ხედები დახვდება. დიდი ხანი არ არის რაც გავიხსენით და მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივების მხრიდან არის, თუმცა უცხოელი ტურისტების გამასპინძლებაც მოვასწარით“, - აღნიშნავს თამუნა ხილაძე.

კოტეჯის ერთი ღამით დაჯავშნა ორ პერსონაზე 200 ლარი ღირს და ფასი სეზონების მიხედვით ცვალებადია. Kalo Hause-ის დამფუძნებლები, სტუმრებს ადგილობრივ ტურისტულ ლოკაციებზე ტურების მოწყობასაც სთავაზობენ.

„ჩვენთან მოსულ სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის გარდა, აქტიური დასვენების შეთავაზებასაც ვუკეთებთ იქნება ეს მახუნცეთის თუ დანდალოს ჩანჩქერზე გასეირნება და ა.შ. კვება მომსახურების ფასში არ შედის, თუმცა გვაქვს მენიუ, საიდანაც სტუმრებს მხოლოდ აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. ამასთან, ოჯახს მეღვინეობაც აქვს და შემოდგომაზე სტუმრებს ღვინის ტურებსაც შევთავაზებთ“, - აღნიშნა ობიექტის თანადამფუძნებელი და დასძენს, რომ დაახლოებით ერთ თვეში Kalo House-ში ჯაკუზებიც მოეწყობა.

ფოტო: ლაშა შალამბერიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები