მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამალა ჰარისი საარჩევნო კამპანიაზე დღეში $7.5 მილიონს ხარჯავს

კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, კანდიდატების მხრიდან საარჩევნო კამპანიაზე დახარჯული თანხების მოცულობა დრამატულად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მდიდარი კანდიდატია, ყოველდღიურად მასზე გაცილებით მეტ თანხას მისი კონკურენტი, კამალა ჰარისი ხარჯავს, რომელიც არც ბიზნესვუმენია და არც მილიარდერი.

როგორც ჩანს, ჰარისი დღიურად საშუალოდ 7.5 მილიონ დოლარს ხარჯავს საარჩევნო კამპანიაზე, რაც $5 მილიონით მეტია ტრამპის დანახარჯზე. გასული თვის განმავლობაში რეკლამებზე ჰარისმა $152 მილიონი დახარჯა, ხოლო ტრამპის სარეკლამო ბიუჯეტი 63 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ცხადია, ის თანხა, რომელსაც ჰარისი ხარჯავს, მისი ჯიბიდან არ ამოდის, ეს დემოკრატიული პარტიისათვის გადაცემული შემოწირულებებია, რომელსაც როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ცნობილი ადამიანები და მილიარდერები გასცემენ.

ექსპერტების შეფასებით, ჰარისს მეტის ხარჯვა უწევს, რადგან ის ისეთი ცნობილი არ არის, როგორც ტრამპი, თანაც მას იმ რეპუტაციული ზიანის გამოსწორებაც უწევს, რომელიც ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნამ დემოკრატიულ პარტიას მიაყენა. სავარაუდოდ, ტრამპი მომდევნო კვირების განმავლობაში ხარჯებს დრამატულად გაზრდის, რადგან ჰარისის მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება და თან არჩევნების დღეც ახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები