მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამალა ჰარისმა ერთ დღეში $100 მილიონის დონაციები მიიღო

კამალა ჰარისი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურის მხარდამჭერებმა 100 მილიონ დოლარზე მეტის მოცულობის დონაციები შეაგროვეს.

ჰარისის გუნდის განცხადებით, ეს თანხა დიდწილად 24-საათიანი კამპანიის შედეგად დაგროვდა და დონაციების მოცულობა ყოველდღიურად იზრდება. ActBlue-ის მონაცემებით, ამ პერიოდში 888 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიღო დონაცია ჰარისის კანდიდატურის მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ ბევრი საკმაოდ მდიდარი დონორი, რომელმაც ბაიდენის კამპანიის მხარდაჭერა შეწყვიტა, ახლა უკვე მზადაა, დემოკრატიული პარტიის დახმარება გააგრძელოს და შემოწირულება გაიღოს.

დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც მხარდაჭერის დეფიციტს განიცდიდა დებატებში ბაიდენის დამარცხების შემდეგ. როგორც ცნობილია, ახალ მხარდამჭერებს შორის არიან უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, შავკანიანი ქალების ჯგუფების ლიდერები, აქტივისტი პოლიტიკური დონორები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ჰარისის შეხედულებებს იზიარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები