აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიები გამორჩეული იმითაც არის, რომ, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, მხარეები ერთმანეთს კამპანიების დასაფინანსებელი თანხების მოზიდვაში ეჯიბრებიან. კანდიდატებს შორის, ბოლო დებატებიდან 24 საათში, კამალა ჰარისმა დამატებით $47 მილიონი მოიზიდა და ამით რესპუბლიკელებთან ფინანსურ რბოლაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.