დარჩით სახლში, ამ ფრაზით მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ სახლში დარჩენისკენ საზოგადოება ერთმანეთს უკვე სოციალურ ქსელში მოუწოდებს. "ფეისბუქზე" დაიწყო კამპანია #დარჩისახლში, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, მათი რაოდენობა კი, ყოველდღიურად იზრდება. მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის.