მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამპანიის პირველ კვირაში, კამალა ჰარისმა $200 მლნ-ის დონაცია მიიღო

კამალა ჰარისი

დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებიდან ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დონაციების სახით $200 მილიონი მიიღო.

Associated Press-ის ინფორმაციით, დონაციების 66% იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც 2024 წლის საარჩევნო ციკლში პირველად ჩაერთნენ მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ამასთან, წინასაარჩევნო პროცესში ჰარისის დასახმარებლად 170 000-ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა.

AP-ის ინფორმაციით, მასაჩუსეტსში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დემოკრატიული პარტია $400 ათასის დონაციების შეგროვებას ვარაუდობდა, თუმცა, ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაიდენის კანდიდატობის დროს დაწყებულმა კამპანიამ ჯამში $1.4 მლნ გამოიმუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები