მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა, კორეა, იაპონია - Winiveria ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლაზე მუშაობს

647f0ba19c570
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.23 09:00
1008

კომპანია „ვინივერია“ ღვინის ახალ საექსპორტო ბაზრებზე გატანაზე მუშაობს. ღვინის სარეალიზაციო ბაზრების მნიშვნელობასა და სიახლეებზე გადაცემა #რედაქტ2-ში „ვინივერიას“ თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, დღეისთვის კომპანია 15-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომლის წლიური მოცულობა 700 000 ბოთლია. წარმოების ნახევარი კი ექსპორტზე გადის.

“ღვინის ექსპორტში რუსეთს დაახლოებით 20% რუსეთზე მოდის, თუმცა არც დღემდე და არც ახლა ჩვენ რუსეთის ბაზარზე დიდად დამოკიდებული არ ვართ. ჩვენი ღვინოები მაღალ საფასო სეგმენტს განეკუთვნება და ფასები 5 დოლარიდან იწყება და იზრდება. წლიურად დაახლოებით 700 000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ, ამ ფასად გაყიდული ამდენი ბოთლი ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ამ მიზანს ფრანგული თუ იტალიური კომპანიებიც ძალიან რთულად აღწევენ.

ჩვენ გავდივართ ნორვეგიაში, ბელგიაში, დანია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, აშშ-ის დასავლეთ ნაწილში. ძალიან დიდი ხანი ვარჩევთ პარტნიორებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვზრდით ჩვენს გაყიდვებს”, - აღნიშნა გია პირადაშვილმა.

ღვინის მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ღვინის რეალიზების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, თუმცა არა რუსეთში გაყიდვების, არამედ სხვა ბაზრების ათვისების ხარჯზე. ამიტომ „ვინივერია“ ახალი სარეალიზაციო ქვეყნების ათვისებას აგრძელებს და კორეის, კანადისა და იაპონიაში შესვლაზე მუშაობს.

"კორეა, კანადა, იაპონია - ეს ის ბაზრების, რომელზეც შესვლაზე ახლა ვმუშაობთ. ყველაფერი რთულია, თუ იმოძრავებ და მაქსიმალურ ენერგიას ჩადებ და გაგიმართლებს კიდეც შედეგს აუცილებლად მიიღებ“, - ამბობს პირადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები