მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიცირების მიზნით აზიის მიმართულებით ახალ მილსადენს ააშენებს

კანადური მილსადენი

კანადის ხელისუფლებამ ალბერტას პროვინციიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე ახალი ნავთობსადენის მშენებლობის გეგმა წარადგინა. პროექტის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და ალბერტას პრემიერმა, დანიელ სმიტმა კალგარიში ერთობლივად გააჟღერეს.

არსებული ინფორმაციით, დღეში 1 მილიონი ბარელის გამტარობის მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2027 წლის სექტემბერში დაიწყება. ახალი პროექტი აზიის ქვეყნებში ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს და შეამცირებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროექტის ძირითადი მფლობელები ფედერალური მთავრობა და ალბერტას ნავთობის მარკეტინგული კორპორაცია იქნებიან. სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას სახელმწიფო კომპანია Trans Mountain-ი და Pembina Pipeline-ი ერთობლივად ააშენებენ. ამასთან, Pembina Pipeline-ი საწყის ეტაპზე პროექტის 10%-იან წილს მიიღებს. მოგვიანებით კომპანიას საკუთარი წილის კიდევ 10%-ით გაზრდის შესაძლებლობა ექნება.

ამჟამად, მხარეებს შორის პროექტის დაფინანსების დეტალებზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ალბერტას ხელისუფლებამ შესაბამისი განაცხადი ქვეყნის მსხვილი პროექტების ოფისს რეგულაციების დაჩქარებული წესით გავლის მიზნით უკვე წარუდგინა.

ცნობისთვის, კანადა მსოფლიოში ნავთობის მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია. ამ დრომდე ქვეყნიდან ნედლეულის ექსპორტი მნიშვნელოვანწილად ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები