მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა, ყაზახეთი - კასპის საკონსერვო ქარხანა საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

631db92bc57b7
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 16:11
1012
კასპის საკონსერვო ქარხანა საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. მიმდინარე წელს კომპანიამ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის საცდელი პარტია ექსპორტზე კანადასა და ყაზახეთში გაიტანა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის კასპის საკონსერვო ქარხნის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა გაუზიარა.

მისი თქმით, კასპის საკონსერვო ქარხნის პროდუქტის ძირითადი საექსპორტო ქვეყნები აშშ, ისრაელი და ევროპის ქვეყნებია და ტრანსპორტირების გაძვირების მიუხედავად კომპანია ახალ ბაზრებზე შესვლაზე მუშაობას განაგრძობს.

კანადაში საცდელად მცირე მოცულობების ექსპორტი მოვახდინეთ. პროდუქცია ადგილზე უკვე ჩავიდა და კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ვფიქრობთ, წლის განმავლობაში რამდენიმე პარტია კიდევ გაიგზავნება. კანადაში ძირითადად საწებელები, მწნილები - ჯონჯოლი, ეკალა, ნიორი და ასევე მურაბების ნაწილი გავიდა, რომელიც კანადისთვის ეგზოტიკურია.

მცირე რაოდენობით დიპლომატიური კორპუსის დახმარებით კასპის საკონსერვო ქარხნის პროდუქცია ყაზახეთში გავაგზავნეთ. ყაზახეთში მსყიდველუნარიანი მოსახლეობა ცხოვრობს თუმცა პროდუქტის რეალიზების მხრივ საკმაოდ კონკურენტული გარემოა. ყაზახეთში უფრო სხვადასხვა საწებელები და აჯიკები გავაგზავნეთ“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები