მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6-წლიან მინიმუმზეა

ელექტროენერგია

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6 წლიან მინიმუმზეა.

"საქსტატის" მონაცემებით, წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 11 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით განახევრებულია და ამასთან 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ელექტროენერგიის ექსპორტი

  • 2021 წლის 7 თვე - 14.8 მლნ დოლარი
  • 2022 წლის 7 თვე - 64.7 მლნ დოლარი
  • 2023 წლის 7 თვე - 77.3 მლნ დოლარი
  • 2024 წლის 7 თვე - 45.8 მლნ დოლარი
  • 2025 წლის 7 თვე - 22.5 მლნ დოლარი
  • 2026 წლის 7 თვე - 11 მლნ დოლარი

წყარო: საქსტატი

ამ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით 2023 წელი იყო გამორჩეული, როდესაც საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის გატანით მიღებული შემოსავალი 77.3 მლნ დოლარს აღემატებოდა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მონაცემებით კი, წელს 7 თვეში ექსპორტზე 235,76 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, აქედან 66,7 მლნ აზერბაიჯანზე მოდის, რომელიც ძირითადად ორი ქვეყნის სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას ასახავს.

169 მლნ კვტ.სთ-ის ექსპორტი კი თურქეთში მოხდა, რომელიც წელს დაბალი ფასის გამო ქართული კომპანიებისთვის მიმზიდველი არ იყო. ამ ფონზე ელექტროსისტემას გენერაციის ობიექტებისთვის წარმოების იძულებითი შეზღუდვა მოუხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები