"როიტერის" ცნობით, კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრები მძვინვარებს. სტიქიის ზონაში გაცემულია ევაკუაციის განკარგულება.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ნავთობით მდიდარ ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძრებს ხუთ სხვადასხვა რაიონში ებრძვიან. ევაკუაციის განკარგულება ხუთი ათასმა მცხოვრებმა მიიღო. სულ პროვინციაში ხანძრის 158 კერაა დაფიქსირებული, რომელთაგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება.
ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ამჟამად ხანძრის 319 აქტიური კერაა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ათასამდე მეხანძრე მონაწილეობს.