ღვინის ეროვნული სააგენტო კანადაში მარკეტინგულ კამპანიაზე 215 699 ევროს დახარჯავს. სააგენტომ კანადურ საკონსულტაციო კომპანიასთან A+M Consulting & Communications Inc-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ხელშეკრულების ფარგლებში 2026 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით კანადის მსხვილ ქალაქებში ტორონტოში, მონრეალსა და ვანკუვერში მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობები გაიმართება.
კერძოდ, 2026 წლის აგვისტოდან შემდეგი ქტივობები იგეგმება:
ტორონტო და მონრეალი: ჩატარდება Walk-Around სტილის დეგუსტაციები და მასტერკლასები ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორების, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლებისთვის. თითოეულ ღონისძიებაზე 40-დან 100-მდე სტუმარია მოსალოდნელი. ასევე დაგეგმილია კანადურ ღვინის ბარ "Grape Witches"-თან თანამშრომლობით სპეციალური B2C დეგუსტაციის გამართვა. ხელშეკრულება ასევე გულისხმობს კანადელ სომელიეებთან თანამშრომლობას.




























