კანადურმა საინვესტიციო კომპანია Fairfax Financial Holdings-მა ინდური IDBI Bank-ის საკონტროლო პაკეტი 528.78 მილიარდ რუპიად ($5.56 მლრდ.) შეიძინა. როგორც ირკვევა, ინდოეთის მთავრობამ და სახელმწიფო კომპანია Life Insurance Corp of India-მ ბანკის 60.7%-იან წილი გაყიდეს.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციის ფარგლებში Fairfax-მა ერთი აქციის სანაცვლოდ 81 რუპია გადაიხადა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გარიგების დასრულების შემდეგ ინდოეთის მთავრობა და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია ბანკში 34%-იან წილს შეინარჩუნებენ.
საყურადღებოა, რომ ინდოეთის საბანკო სექტორის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგება ადგილობრივი ცენტრალური ბანკის საბოლოო თანხმობას ისევ ელოდება, თუმცა ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება მარეგულირებელს დასტურის გაცემისთვის.
ცნობისთვის, IDBI Bank-ის აქტივები 4.44 ტრილიონ რუპიას ($46.66 მლრდ.) აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ბანკის გაყიდვის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მზადდებოდა.
























