კანადაში, ონტარიოს მცხოვრებლები უახლოეს პერიოდში Uber Eats-ის აპლიკაციით მარიხუანას შეკვეთას შეძლებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Uber Eats-ის მომხმარებელს მოუწევს, აპლიკაციაში დაადასტუროს საკუთარი ასაკი და შეკვეთას სასურველ მისამართზე ერთი საათის განმავლობაში მიიღებს.
მომსახურების დასანერგად, Uber-ი Tokyo Smoke-თან თანამშრომლობს.
კანადაში მარიხუანის მოხმარება 2018 წლიდან ლეგალურია, თუმცა ბაზრის უდიდეს ნაწილს ისევ არალეგალური მწარმოებლები აკონტროლებენ.
Uber-ის თქმით, Tokyo Smoke-თან თანამშრომლობა ზრდასრულ მოსახლეობას შორის ლეგალური და ჯანსაღი პროდუქციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნია, რომ ქვეყანაში მარიხუანას ბაზარი წელიწადში, დაახლოებით, 4 მილიარდ დოლარს აგენერირებს.