მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის ეროვნული ბანკი თანამშრომლების ასაცრელად სპეციალურ სივრცეებს მოაწყობს

61dbcf72b9781
თათია კაკიაშვილი
10.01.22 22:48
764
კანადის ეროვნული ბანკი დასაქმებულებს და მათი ოჯახის წევრებს Covid-საწინააღმდეგო ე.წ. „ბუსტერ“ დოზების მისაღებად სპეციალურ სივრცეებს შესთავაზებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული სივრცეები მონრეალში, ლავალში, ბროსარდსა და კვებეკში განთავსდება და ღია იქნება კანადის ეროვნული ბანკის 30 წელზე უფროსი ასაკის დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ამასთან, კანადის ეროვნული ბანკი ერთ-ერთია იმ 13 მსხვილ დამსაქმებელთაგან, რომლებიც კვებეკის ხელისუფლებამ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციისთვის შეარჩია.

საგულისხმოა ისიც, რომ არცერთი სხვა მსხვილი კანადური ბანკი თანამშრომლებს მსგავს მომსახურებას არ სთავაზობს, თუმცა ვაქცინაციის წასახალისებლად ბანკები დასაქმებულებს ერთდღიან ანაზღაურებად შვებულებაში უშვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები