სპორტული ტანსაცმელების მწარმოებელი გიგანტი NIKE გასული წლის სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო კანადურ ჰოკეის აღარ დაასპონსორებს.
კომპანიის განცხადებით, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებენ კანადელი ჰოკეისტებისთვის საჭირო ინვენტარის მიწოდებას, თუმცა ინდივიდუალური თანამშრომლობა ფედერაციასთან დასრულებულია.
სპორტულ ბრენდს კანადურ ჰოკეისთან ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მანამდე კი იგივე გაიმეორეს სხვა წამყვანმა სპორტულმა კომპანიებმა როგორებიცაა: Esso, Telus და Tim Hortons.
2022 წლის მაისში კანადის ჰოკეის ფედერაციამ გარკვეული სახის თანხა გადაუხადა ქალბატონს, რომლის მტკიცებითაც მასზე რვა მამაკაცმა, მათ შორის 2018 წლის კანადის ახალგაზრდული გუნდის წევრებმა, იძალადა.
ცნობისთვის, NIKE კანადურ ჰოკეისთან 1999 წლიდან თანამშრომლობდა და ამიერიდან ადგილობრივ ჰოკეის, კომპანია Bauer დაასპონსორებს.