მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ის ტოვებს მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც.

ტრუდოს თქმით, მან თავისი ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს თხოვნით უკვე მიმართა, რომ დაიწყოს ახალი ლიდერის ძებნის პროცესი.

ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს.

შეგახსენებთ, რომ ტრუდო პოლიტიკაში 2008 წელს მოვიდა, ხოლო კანადის პრემერ-მინისტრი 2015 წლიდან არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები