მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ინვესტორები კარს შემოგვიმტვრევენ - ივა ჭყონია

ივა ჭყონია

კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ინვესტორები კარს შემოგვიმტვრევენ, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსის მიღება უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„რატომღაც, მოსახლეობის უმრავლესობის, მათ შორის სახელმწიფო მოხელეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების უმრავლესობას, ასეთი აღქმა აქვს, რომ რაღაი კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და „ჯიბეში გვაქვს“ ყველაფერი კარგად არის. კანდიდატის სტატუსი ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, რადგან კანდიდატის სტატუსის ქვეშ გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გავხდეთ. სტატუსის შემდეგ, უფრო მეტად გვაკვირდებიან. არის ქვეყნის შიგნით ისეთ პრობლემატური საკითხები, რომლებიც პოლიტიკურად არის გადასაწყვეტი, ვიდრე ეს მხოლოდ ბიზნესსექტორმა გააკეთოს.

კანდიდატის სტატუსი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პოტენციურმა ინვესტორმა პროექტი მოამზადოს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვჭირდება მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ინვესტორები კარს შემოგვიმტვრევენ და შემოვლენ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ფერმერებს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რომ ევროპულ ოჯახში ადგილი დავიმკვიდროთ. მისივე მოსაზრებით, ასევე სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ბევრი, რათა მაქსიმალურად მოვწყდეთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე დამოკიდებულებას და ჩვენი საქართველოს ბაზრის პოტენციალი ევროპაში გავზარდოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები