მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანდიდატის სტატუსი აუცილებლად გვჭირდება“ - ბიზნესმენი

გიორგაძე

ბიზნესმენი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის კომპანია LGG-ის დამფუძნებლის, ზურაბ გიორგაძის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად სჭირდება.

საქმე ის არის, რომ დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციები უნდა გამოაქვეყნოს.

„მე ვფიქრობ, რომ იმდენი აქვს ნაწვალები ამ მთავრობასაც, იმ მთავრობასაც, კანონები შევცვალეთ, მივუახლოვდით ევროპას, რაღაცეებში ნამდვილად გვეკუთვნის. მე ვფიქრობ, ჩვენი მთავრობის მკვახე განცხადებებით უფრო მოგვცენ სტატუსი. ჩემი აზრით, ევროპელებს შეჯანჯღარება უხდებათ. მე ვფიქრობ არ დაგვკარგავენ, რადგან მერე შეიძლება სხვა ორბიტაზე აღმოვჩნდეთ და ეგ არავის არ აწყობს. 70 წელი ვიყავით იმ ორბიტაზე და როგორ განგვავითარეს ვნახეთ“, - განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, მთავარი სიკეთე, რასაც კანდიდატის სტატუსით და ევროინტეგრაციით ქვეყანა მიიღებს, მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება და კარგი მეგობრების ხელში ყოფნაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები