მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონ-კანონ საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!"- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ერთი წლის წინ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთპარტიული "ქართული ოცნება" ამ გზიდან გადასახვევად ყველაფერს აკეთებს.

განცხადების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ე.წ რუსული კანონი და ასევე ჰომოფობიური კანონი.

"14/12/2023, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთ პარტიულმა მმართველებმა გადადგეს ყველა შესაძლო ნაბიჯი ევროკავშირის გზის წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ გააუქმონ იგი. კანონ-კანონ [ყოველი მომდევნო კანონის მიღების შემდეგ] საქართველო რუსეთად იქცევა. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. განცხადებას, ქართველი ხალხის პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები მე-18 დღეა უწყვეტად დედაქალაქში, რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები