საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანას ემუქრება.
მისი თქმით, საქართველოს გარე და შიდა დესტაბილიზაციის საფრთხე ემუქრება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორ ხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას შეიძლება.
„ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორ ხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას. რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა.
პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხეები იზრდება, როდესაც ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად, იზოლაციას ირჩევს. რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას“, - აცხადებს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი ასევე დასძენს, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ამ პოტენციური კრიზისის დაშვების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ის საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და პარტნიორებს ერთადერთ სტაბილურ და მშვიდობიან გამოსავალს სთავაზობს.