მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება, უნდა გაუქმდეს - პრეზიდენტი "რუსულ კანონზე"

პრეზიდენტი

კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება, უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

მან "რუსულ კანონს" ვეტო დაადო და თქვა, რომ იგი პარლამენტს დღესვე გადაეცემა.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს “, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები