მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონი მხოლოდ NGO-ების და ჟურნალისტების პრობლემა არ არის... როცა თქვენ მოგადგებიან, ვეღარავინ დაგიცავთ - თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული["რუსული კანონის"] კანონი მიიღეს, მას რამდენიმე მიმართულებით ექნება ნეგატიური ეფექტი.

მისი თქმით, ქვეყანას დატოვებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვადასხვა პროექტებით ეხმარებიან. ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, ამას გავლენა ექნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზეც.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდებიან არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციაზე უარს განაცხადებენ. შესაბამისად, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ქვეყანა დარჩება იმ ორგანიზაციების გარეშე, რომლების დღეს პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიული და ევრო ინტეგრაციისთვის საჭირო პროცესების წარმართვით.

“ორგანიზაციების, ძალიან დიდი ნაწილი, ამ კანონის მიღების შემთხვევაში რეგისტრაციაზე უარს განაცხადებს. რა ზომებს მიიღებს მათთან მიმართებით ხელისუფლება? ვფიქრობ, გარდა იმისა, რაც ამ კანონით არის გაწერილი, კიდევ სამომავლოდ დამძიმდება ალბათ მათი ნაბიჯები. რეალურად, ეს დატოვებს ჩვენს ქვეყანას იმ ორგანიზაციების გარეშე, რომლებიც დღეს დგანან დემოკრატიული და ევრო ინტეგრაციის პროცესების სადარაჯოზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტიკორუფციულ მონიტორინგებს, არჩევნების დაკვირვებას და ა.შ. უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, ეს შეზღუდავს და მოკლავს დაფინანსებას სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის.

უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ამოგვაგდებს დასავლური ინტეგრაციის გზიდან. ამ ქვეყანაში მაინც არ დემოკრატია და ამ თავისუფლებასთან მოუწევს ყველა მოქალაქეს დამშვიდობება. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კანონი მათ არ ეხება და მხოლოდ NGO-ების და ჟურნალისტების პრობლემაა, უნდა დაფიქრდნენ, რადგან, როცა მათ მიადგებიან, არავინ არ იქნება დარჩენილი, რომ მათი ინტერესები დაიცვას. აქამდე მივყავართ, ამ კანონპროექტს“, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები