მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია - დევიდ კამერონი

დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი აცხადებს, რომ "რუსული კანონის" მიღებით საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდში დგომას აგრძელებს.

“საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.

ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას”,- აღნიშნავს დევიდ კამერონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები