აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრასი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უზრუნველყოს თავისუფალი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
ამას გარდა, აშშ მოუწოდებს მხარეებს თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას და პატივი სცენ კანონის უზენაესობას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მიღების შემთხვევაში კანონი სტიგმატიზებას მოახდენს საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებსაც უკეთესი მომავლის შექმნა სურთ და ის შეაფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
“პარლამენტში კრემლისგან ინსპირირებული კანონპროექტის წინ წაწევა შეუთავსებელია საქართველოს მოქალაქეების ნათელ სურვილთან, რაც არის ევროპული ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება. გვჯერა, რომ ეს კანონები დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს”,-აცხადებს პრაისი.