მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანტის აკადემიის“ დამფუძნებელი: 3000-მდე ახალგაზრდას დავეხმარებით

5eff5f4b482ab
ნუცა ბაზლიძე
03.07.20 22:00
1809
„კანტის აკადემია“ პროექტ I empower („მე გაძლიერებ“) ფარგლებში ახალგაზრდების გადამზადებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში „კანტის აკადემიის“ დამფუძნებელმა მარეხი გვარამაძემ აღნიშნა.

როგორც ის განმარტავს, პროექტი გლობალური პლატფორმა “We make Change”-ის ფარგლებში Unicef Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„მთელი ზაფხულის განმავლობაში, დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდას დავეხმარებით პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში“ - აღნიშნავს მარეხი გვარამაძე.

მისივე განმარტებით, პროექტში ქართველებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სპიკერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

როგორც მარეხი გვარამაძე აღნიშნავს, პროექტი 3 ეტაპისგან შედგება.

პირველი ეტაპი მოიაზრებს დაახლოებით 1000-მდე ახალგაზრდის გადამზადებას ისეთ თემებში, როგორებიცაა: ლიდერობა, ქოუჩინგი, მეწარმეობა, ინოვაციები, ტექნოლოგიები და ა.შ. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მარეხი გვარამაძის განმარტებით, კონცეფციის მიხედვით, ახალგაზრდები ჩაერთვებიან თავიანთი თანატოლების გადამზადებაში.

„დაახლოებით 100 ახალგაზრდა 3000-მდე ახალგაზრდას გადაამზადებს სხვადასხვა საკითხებში. მათ შორისაა: დეზინფორმაცია, ფეიკ ნიუსები და ა.შ“, - დასძენს „კანტის აკადემიის“ დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, პროექტის საბოლოო ეტაპი ორიენტირებული იქნება სტარტაპ და ბიზნეს იდეების შექმნაზე.

„პროექტის ფარგლებში დავაფინანსებთ საინტერესო ბიზნესიდეებს, რომლებსაც აქვე ჩაეყრება საფუძველი“, - აღნიშნავს მარეხი გვარამაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები