მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებას ხშირად კაპიტალზე ოპერატიული წვდომა განსაზღვრავს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, „ევროკრედიტი“ კერძო სექტორს მთავარ ღირებულებას სთავაზობს: სესხს ბარიერების გარეშე.
მიკროსაფინანსო სექტორი ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და კრედიტების მიმართულებით: ორგანიზაციები კაპიტალზე წვდომას იმ ბიზნეს-სუბიექტებისთვის უზრუნველყოფენ, რომლებიც ხშირად ტრადიციული საბანკო ფილტრების მიღმა რჩებიან. იქნება ეს ინდივიდუალური მეწარმე, საოჯახო ბიზნესი თუ სტარტაპი, რომელსაც განვითარებისთვის ოპერატიული რესურსი სჭირდება - „ევროკრედიტი“ ალტერნატიულ, მოქნილ ფინანსურ შესაძლებლობას ქმნის.
„ევროკრედიტი“ საერთაშორისო Zuk Group-ის წევრია, რომელიც წარმატებით ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: რუმინეთსა და უკრაინაში. საქართველოში ჯგუფმა ოპერირება 2011 წელს დაიწყო და მას შემდეგ კომპანია ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ პოზიციონირებს. 15-წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო ნოუ-ჰაუ „ევროკრედიტს“ საშუალებას აძლევს, ბიზნესსექტორს არა უბრალოდ სესხის მოქნილი პირობები, არამედ ზრდაზე ორიენტირებული პარტნიორობა შესთავაზოს.
„ევროკრედიტის“ მდგრადობასა და გამჭვირვალობას უახლესი სტრატეგიული ნაბიჯიც ადასტურებს - მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შვეიცარიული გლობალური აქტივების მმართველი კომპანიისგან, Enabling Qapital, 3 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა, რაც ორგანიზაციის მაღალ რეპუტაციას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ამასთან, 2022 წლიდან „ევროკრედიტმა“ აქტიურად დაიწყო საოპერაციო პროცესებში ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრირება, რითაც პირველი ნაბიჯი გადადგა ფინტეკ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისკენ. ეს ტრანსფორმაცია ემსახურება მისიას: მომხმარებლისთვის სერვისის მიღება იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და თავისუფალი ბიუროკრატიული ბარიერებისგან.
ეს იმ მიზეზსთა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც კერძო სექტორი “ევროკრედიტის” ბიზნეს სესხს ირჩევს.
კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს (SME) სთავაზობს დაფინანსებას, რომელიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული - იქნება ეს ბიზნესის განვითარება და გაფართოება, შემოსავლების ზრდა, მოულოდნელი ხარჯების მართვა თუ სტარტაპის დაწყება.
რა ხდის „ევროკრედიტის“ ბიზნეს სესხს გამორჩეულს?
- სისწრაფე და სიმარტივე: 30 000 ლარამდე დაფინანსება უზრუნველყოფის გარეშე, სულ რაღაც ერთ დღეში.
- მასშტაბური პროექტების მხარდაჭერა: 200 000 ლარამდე სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით.
- მოქნილი გრაფიკი: გადახდები სრულად არის მორგებული თქვენი ბიზნესის საქმიანობასა და ფულად ნაკადებზე.
„ევროკრედიტი“ მზადაა, თქვენი პირველი ფინანსური პარტნიორი ბიზნესის საწყის ეტაპზევე გახდეს.
„ევროკრედიტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებლებს ავტოსესხი შესთავაზა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ მიმართულებით. დღეისათვის კომპანია მრავალფეროვან პორტფელს ფლობს, რომელიც ავტოსესხს, ბიზნეს სესხსა და სხვა საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მოიცავს.
ბიზნესისთვის კაპიტალზე ოპერატიული წვდომის მიზნით, „ევროკრედიტი“ ასევე ინარჩუნებს ფართო წარმომადგენლობით ქსელს: საქართველოს 20 დიდ ქალაქში მოქმედი 27 ფილიალი უზრუნველყოფს მეწარმეებთან უშუალო კომუნიკაციასა და მათთვის საჭირო ფინანსურ კონსულტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.




























