მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზარი - პასუხობს თუ არა გამოწვევებს ბაზრის განვითარების სტრატეგია?

BM.GE
09.01.23 18:43
209
მთავრობა სახელმწიფო კომპანიების აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს, თუმცა შესაძლოა, ინვესტორებისთვის არა ერთი რომელიმე კომპანიის აქციების შეთავაზება მოხდეს, არამედ, ბირჟაზე საინვესტიციო ფონდი დაილისტოს, რომელიც რამდენიმე საწარმოს აქციებს გააერთიანებს. 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაიზარდოს სახელმწიფო საწარმოების ჩართულობა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. გეგმაშია მოხდეს იმ სახელმწიფო საწარმოების იდენტიფიცირება, რომლებიც მზად არიან და სჭირდებათ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების მეშვეობით სახსრების მოზიდვა. კიდევ ერთ მიმართულება, რასაც კაპიტალის ბაზრის სტრატეგია ითვალისწინებს ობლიგაციის გამოშვების პროცედურები გამარტივებაა. რა აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს ბაზრის განვითარების სტრატეგია?

სტუმარი: ოთარ შარიქაძე - „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები