მთავრობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას გეგმავს.
როგორც BMG-სთან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში ბაზარზე უკვე მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები განთავსდა.
მიხეილ ხიდურელის თქმით, იგეგმება ლიმიტების გაზრდა, შედეგად კი პროგრამით სარგებლობას შედარებით მსხვილი კომპანიებიც შეძლებენ.
მისი თქმით, პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მიმდინარე წელს იგეგმება.
„ჩვენი ხელშეწყობით მილიარდზე მეტი ლარის ობლიგაციების გამოშვება მოხდა, რაც უპრეცედენტოა საქართველოსთვის. [პროგრამის] გაფართოებას ვაპირებთ და ვფიქრობთ, გავზარდოთ ლიმიტები. თუ დღეს რაღაც კონკრეტული კატეგორიის კომპანიებზე არ გვაქვს [ეს მექანიზმი], ვფიქრობთ, რომ ამაზეც გავშალოთ, რადგან ძალიან კარგი შედეგები გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესში. შესაბამისად, პროგრამა მსხვილ კომპანიებზეც გავრცელდეს, რადგან ვხედავთ, რომ კაპიტალური ბაზრები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ ყველაფერში გვინდა, რომ ჩვენი როლი, როგორც სააგენტოს გვქონდეს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. თანადაფინანსებას:
პროგრამაში მონაწილეობა მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს.




























