მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამით, წელს რეკორდული შედეგები გვექნება“ - მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ კაპიტალის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდულ შედეგებს ელის. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნული პროგრამით „თიბისი ლიზინგის“ მიერ 45 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა. მის კომენტარს სააგენტო ავრცელებს.

თიბისი ლიზინგის“ 45 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციებიგანთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია.

მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის შედეგებსა და მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომელთაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

“თიბისი ლიზინგის მიერ 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე, თიბისი ლიზინგის დირექტორი გაგა გოგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

ცნობისთვის, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა სააგენტოში 2024 წლიდან ამოქმედდა. ის პროგრამა მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას:

  1. ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი.
  2. ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო).

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი 200 მლნ ლარს არ აღემატება.

თანადაფინანსების კომპონენტი მიხედვით, სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეინტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯის თანადაფინანსება, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს.

საბროკერო კომპანიისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსება, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები