მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის მოძრაობის კონტროლის რისკი - როგორ უნდა შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა?

პარლამენტის თანამშრომელი, გიორგი ესაკია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების და მიმდინარე მოვლენების ფონზე ფინანსურ სტაბილურობას რომ საფრთხე არ შეექმნას, რიგი შეზღუდვების დაწესებაა აუცილებელიო.

უპასუხოდ სებ-ს ეს გზავნილი არ დაუტოვებია და მალევე გააკეთა განმარტება, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა ბიზნეს მედიასთან, რომ ისინი კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე. ეროვნული ბანკი წერს, რომ ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის.

სებ-ის მხრიდან განმარტება ლარის კურსზეც გაკეთდა, სადაც აღნიშნავენ, რომ ლარის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით. სხვა მხრივ, შემოდინებები მდგრადია და ჯანსაღი ფუნდამენტური ფაქტორები უზრუნველყოფს, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს; ამიტომ საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი არ შეესაბამება სიმართლესო.

სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები