მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო

დონალდ ტრამპი

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცის დადებისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის წინაშე დადებს.

ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.

ინაუგურაციას ასევე ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები