მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარალეთში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა - ინვესტიცია ₾4 მილიონს აღწევს

აგრო უნივერსალ საქართველო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ცხოველთა კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი საწარმო „აგრო უნივერსალ საქართველო“ გაიხსნა - ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი საწარმოს საათობრივი წარმადობა 6 ტონას შეადგენს, ხოლო გამომუშავებული პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

პროექტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით განხორციელდა. როგორც - აღნიშნა, საწარმოს მოწყობის ჯამურმა ინვესტიციამ ₾4 მილიონი შეადგინა.

„დღეს ჩვენ გავხსენით ცხოველთა კვების საწარმო, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორში. ჯამური ინვესტიცია არის დაახლოებით 4 მილიონი ლარი, აქედან ძალიან მნიშვნელოვანი არის სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომელიც 1 800 000 ლარს შეადგენს.

ვცდილობთ, ქართველ ფერმერებს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული ხარისხი საქართველოში“, - ამბობს დავით რატიანი, „აგრო უნივერსალის“ დირექტორი

„აგრო უნივერსალი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია 2023 წლიდან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2025 წლებში კომპანიის განვითარებაში სახელმწიფო თანადაფინანსებამ ჯამურად 1 178 833 ლარი შეადგინა:

  • 500 000 ლარი - კომპანიამ მიიღო გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, მარცვლეულის გადამუშავების საწარმოს შესაქმნელად;
  • 678 833 ლარი - გამოიყო 2023-2025 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით, რითაც დაფინანსდა სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ინფრასტრუქტურის განვითარება და საწარმოო ხაზების შეძენა-მონტაჟი.

სამინისტროს ინფორმაციით, „აგრო უნივერსალ საქართველოს“ საწარმოო ინფრასტრუქტურა თურქული კომპანიის, Alapala-ს თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. წარმოების პროცესში კი უნგრული Agrofeed-ის პრემიქსებს, რეცეპტურასა და ტექნოლოგიურ გამოცდილებას იყენებენ.

საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ნიდერლანდების, თურქეთისა და უნგრეთის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ახალი საწარმოს გახსნა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო მხარდაჭერამ, კერძო ინიციატივამ და საერთაშორისო გამოცდილებამ ერთად შექმნას ახალი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. „აგრო უნივერსალ საქართველოს“ მაგალითზე ვხედავთ თანამედროვე საწარმოს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს და ბაზარს ქართულ პროდუქტს სთავაზობს.

სახელმწიფო ვეცდებით მაქსიმალურად კვლავაც აღმოვუჩინოთ დახმარება ისეთ ბიზნესებს, რომლებიც შექმნიან ადგილზე სამუშაო ადგილებს, შექმნიან კარგ პროდუქტს, რომელიც კონკურენტული იქნება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები