ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროებთან და ველოდებით სიებს მათგან და შეძლებისდაგავარად დავასაქმებთ აუცილებლად, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „კარფურში“ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციასთან შეხვედრა მათ გუშინ საღამოს ჰქონდათ და „კარფურმა“ გამოთქვა მზაობა დროებით დაასაქმოს სასტუმროების ის თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე სასტუმროს მმართველებმა შვებულებაში გაუშვეს.
„ჩვენი კადრების განყოფილება გუშინ შეხვდა სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელს და გამოვუცხადეთ მზაობა, რომ დროებით ავიყვანთ მათ თანამშრომლებს, გადავეცით იმ ვაკანსიების სია, რომელიც "კარფურს" აქვს. დღეს უკვე ინტერესი ამ საკითხისადმი სხვა სასტუმროებმაც გამოხატეს, შესაბამისად ჯერ არ ვიცით ზუსტად რამდენი სასტუმროს თანამშრომელს დავასაქმებთ, არ რა რაოდენობის ვაკანსიაზე დასაქმდებიან მათი თანამშრომლები, ყველაფერი დამოკიდებულია ამ ადამიანების უნარებსა და ვაკანსიების მოთხოვნებზე. ახლა უკვე ველოდებით ზარებს და სიებს“, - უთხრეს BM.GE-ის „კარფურში“.
ცნობისთვის, კარფურის ქსელში ამ დროისთვის 2 200 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.