მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარფურის" 11 წლის იუბილე: გამოიძახე "კარფური" Wolt-ით, მიიღე განსაკუთრებული ფასდაკლებები, შეთავაზებები და პრიზების მოგების შანსი

კარფური
BM. GE
19.09.23 15:34
21

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-11 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე ფრანგული ბრენდი  მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებითა და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

11 - 24 სექტემბრამდე WOLT-ის  აპლიკაციით კარფურის გამოძახებისას, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CRFANNIVERSARY11 და მიიღოს 10 ლარის კრედიტები WOLT-ის ანგარიშზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კარფურიდან ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.

ასევე, 30 სექტემბრის ჩათვლით, WOLT-ის აპლიკაციით, Colgate-Palmolive-ის ყველაზე მეტი თანხის პროდუქციის შეძენისას, კარფურის ონლაინ მომხმარებლებს შანსი ექნებათ დასაჩუქრდნენ განსაკუთრებული პრიზებით: 1 ადგილი - iphone 14; 2 ადგილი - Playstation 5; 3 ადგილი - iwatch 8 series. 

ეს ყველაფერი არ არის, კამპანიის პერიოდში გამოვლინდება ტოპ 3 მომხმარებელი, რომლებსაც საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, WOLT-ის აპლიკაციით ყველაზე მეტი შეკვეთა ექნებათ განხორციელებული. გამარჯვებულებს WOLT-ის ანგარიშზე დაერიცხებათ კრედიტები კარფურის გამოსაძახებლად: 1 ადგილი - 1000 ლარის კრედიტები ; 2 ადგილი -  700 ლარის კრედიტები; 3 ადგილი - 500 ლარის კრედიტები.

გარდა ამისა, 30 სექტემბრის ჩათვლით WOLT-ის აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს სპეციალური კალათა კარფურიდან, რომელსაც სხვადასხვა საჩუქრები მოჰყვება.

"კარფური" მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და  მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“.  ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები