მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wolt სააღდგომო კამპანიას იწყებს - 50%-მდე ფასდაკლებები და საუკეთესო შეთავაზებები ერთ აპში

ვოლტი
31.03.26 09:21
218

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით Wolt სპეციალურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო სამზადისი კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. კამპანია 31 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით მოქმედებს და აერთიანებს მრავალფეროვან შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიაში.

კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს დახვდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები წამყვანი პარტნიორი ობიექტებისგან. მათ შორის, Wolt Market-ში ხელმისაწვდომი იქნება 40%-მდე ფასდაკლებები ყველაზე მოთხოვნად სააღდგომო პროდუქტებზე, როგორიცაა კვერცხი, პასკა, ჩაქაფულის ინგრედიენტები და სხვა ყოველდღიური პროდუქცია. Wolt Market-ში აცხადებენ, რომ სააღდგომოდ ისინი მომხმარებლებს ქალაქში საუკეთესო ფასებს შესთავაზებენ შესაბამის კატეგორიებზე.

გარდა ამისა, სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან Carrefour და Europroduct, სადაც მომხმარებლებს ელოდებათ 50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტზე.

სააღდგომო სამზადისისთვის მოდი უბრალოდ ვოლტი - ამ ქუდის ქვეშ ერთიანდება სააღდგომო შეთავაზებები Wolt-ის პლატფორმაზე. აქ მომხმარებლებს დახვდებადამატებითი შეთავაზებები სხვა პარტნიორებისგან, რაც საშუალებას აძლევს მათ, ერთ სივრცეში იპოვონ ყველაფერი, რაც სააღდგომო სუფრისთვის სჭირდებათ და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით სხვადასხვა კატეგორიაში.

Wolt აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის განვითარებას და სადღესასწაულო პერიოდშიც უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და კომფორტულ მომსახურებას ერთ აპლიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები