მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფურის" გამო გავკოტრდით, ინვესტორებმა ქვეყანა დატოვეს“ - კომპანია "ალასკა"

607ed382533b0
ელენე გოგბერაშვილი
21.04.21 00:00
7393
საერთაშორისო ბრენდ „კარფურს“ სასამართლოში უკვე რვა კომპანია უჩივის. დავის საგანი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია. ბიზნესი ამბობს, რომ საერთაშორისო ბრენდი ქართველ მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდურ თანხებს აჭრის და სხვადასხვა დაუსაბუთებელი მიზეზით ასანაზღაურებელ თანხებს უკან არ უბრუნებს.

სწორედ ამ მიზეზით, "კარფურისთვის" მიწოდებული პროდუქციის ასანაზღურებელი თანხა ვერ მიიღო თევზისა და ხიზილალის იმპორტიორმა კომპანია "ალასკამ", რომელმაც "კარფურთან" 2015 წლის დეკემბერში ერთწლიანი თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა და ერთჯერადად ქსელში დაშვებისთვის შესაბამისი თანხაც გადაიხადა.

როგორც bm.ge-სთან კომპანიის დირექტორი, ილია მოსულიშვილი განმარტავს, მათ "კარფურმა" კუთვნილი თანხა იმ მიზეზით არ გადაუხადა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის ვადის ამოწურვის მიუხედავად ახალი მარკეტის გახსნის დროს ავტომატურად ქსელში მორიგი დაშვებისთვის თანხა დააკისრათ და მიწოდებული პროდუქციის ასანაზღურებელი თანხის ნახევარიც არ გადაუხადა.

„87 000 ლარის ღირებულების პროდუქცია გვაქვს შეტანილი "კარფურში". 87 000 ათასიდან ჩარიცხული აქვთ 40 000 ლარი. 47 000 ლარი ფაქტობრივად ჰაერშია. თავიდან ქსელში შესვლის გადასახადი რა თქმა უნდა გადაგვახდევინეს. 2016 წელს ჩვენ მათთან აღარ გვითანამშრომლია, მაგრამ მათ როგორც ჩანს, წინასწარ 2016 წლის გადასახადიც ჩამოგვაჭრეს, მაგრამ ცხადად ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, რომ ჩვენ ერთი ზედნადებიც არ გვაქვს გაწერილი მათთან 2016 წელს. რეალურად კომპანია გაკოტრდა, უკრაინელი ინვესტორები ადგნენ და წავიდნენ ქვეყნიდან, რადგან როცა 87 000 ლარის პროდუქცია გაქვს შეტანილი, 40 ათასია ჩარიცხული და 47 000 ლარი არ იცი სად წავიდა, გაურკვეველი სიტუაციაა. ვერ გავიგეთ რას გვაჭრიდნენ, რა ქეშბექი, რა გონდოლა, აბსოლუტურად მათთან კომუნიკაცია არის ნული“, - აცხადებს ილია მოსულიშვილი.

"კარფურის" წინააღმდეგ სასამართლოში შესულ სარჩელებს უახლოეს მომავალში "ალასკას" სარჩელიც დაემატება. ამ დროისთვის საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ დავა უკვე დაწყებული აქვს რვა ქართულ კომპანიას.

თავად საერთაშორისო ბრენდი "კარფური" კომპანიების ბრალდებებს სამწუხაროდ, არ პასუხობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები