ალასკის დასავლეთ ნაწილში, სამხედრო სარადარო ბაზასთან ახლოს ჩარტერულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი - ორი პილოტი და ექვსი მგზავრი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა ხუთშაბათს, დანიშნულების ადგილზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მსხვერპლთა შორის აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის ორი თანამშრომელიცაა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია იძიებენ.
აღსანიშნავია, რომ Cape Newenham-ის აეროპორტის რთულ, მთიან რელიეფზე განთავსებულ ასაფრენ ზოლზე დაშვების უფლება მხოლოდ სამხედრო და სპეციალურად ნებადართულ ჩარტერულ რეისებს აქვთ.



























